2 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგაში ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე და სოფლის დაარსებიდან 160 წლის იუბილე აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა აღავლინა და ბავშვების ნათლობის წესი აღასრულა, სოფელ პატარა ირაგას წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ალთუნაშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, 9 აპრილის ქუჩის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 1.2 კმ გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრეების მოწყობას.
4 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის პირველი მოადგილე, ერეკლე კუხიანიძე ფონდი „ტასო“-ს წარმომადგენლებს შეხვდა
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების პატივსაცემად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ჯარისკაცის მემორიალთან, 8 აგვისტოს გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა პავლე ზურაბიანმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი აღინიშნება.
1121 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში, თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.
საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი
12 აგვისტოს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 895-ე წლისთავი დიდგორის ველზე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
16 აგვისტოდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს
სოფელ სამღერეთში 40 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დასახლებაში, სადაც 385 ადგილობრივი ცხოვრობს, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს მომზადდა ბაღის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო 2016 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სოფელ დიდ ირაგასა და წინწყაროში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ცენტრალური მილის შეცვლას და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.
აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, ვინაიდან დაზიანებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას და დასახლებებს წყალი მიეწოდებოდა შეზღუდვით.
სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღი, რომელშიც ამჟამად 40 აღსაზრდელია, ემსახურება სოფელ ბორბალოს და ღოუბნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. საბავშვო ბაღის შენობის მოძველებული ინფრასტრუქტურა...
18 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში დემეტრაშვილის, სტალინის და თამარ მეფის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური ქსელისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი...
სოფელ პანტიანში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის დამატებითი რეზერვუარის და ქსელის მოწყობა, აგრეთვე სათავე ნაგებობის და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.
20 აგვისტოს ქ.თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მინი ფესტივალი.
ფესტივალს ესწრებოდნენ: ადგილობრივი ახალგაზრდები და დამსვენებლები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტის შესაბამისად განისაზღვრა.
სამუშაოები მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 8 ნოემბერს.
სამუშაოების ღირებულება შეადგენს 33080,43 ლარს.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ „თემურ წიკლაური“.
ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ძველი ასფალტო–ბეტონის საფარის მოხსნა (მოფრეზვა) და შემდეგი გამოყენებისათვის შეგროვება, არსებულ საფუძველზე შემასწორებელი
სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. პროექტით გათვალისწინებულია 600 მ2 მიწის ფართობზე ერთსართულიანი შენობის აშენება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ბავშვებისათვის მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე.
სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღი, რომელშიც ამჟამად 40 აღსაზრდელია
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, 9 აპრილის ქუჩის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს 1.2 კმ გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის და სანიაღვრეების მოწყობას.პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება 100-მდე ბენეფიციარის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები.
სამუშაოები მიმდინარე წლის12 ივლისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით 12 ოქტომბერს არის გათვალისწინებული.
ივლ 06 ორშ 2026
838
ივლ 03 პარ 2026
862
ივლ 02 ხუთ 2026
960
ივლ 03 პარ 2026
894
მაი 26 სამ 2026
1222
ივნ 11 ხუთ 2026
1250
იან 00
1239
იან 00
1458




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















