8 ივნისს გამთენიისას მდინარე ასლანკას ადიდების შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ირაგა და ჯიგრაშენი გარე სამყაროს მოწყდა.სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სოფელი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა სტიქიისაგან დაზარალებული ,ცენტრიდან მოწყვეტილი სოფლები-ზემო ირაგა და ჯიგრაშენი მოინახულა და აქ მცხოვრებ ოთხმოცივე ოჯახს გადასცა სურსათ-სანოვაგე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში, მისასვლელი სამ კილომეტრიანი მონაკვეთი,რომელიც სტიქიის შედეგად კლდის ნაშალით იყო ჩახერგილი,დღეისათვის აღდგენილია და მაღალი გამავლობის მანქანებისათვის განვლადია.
სტიქიიდან 24 საათში დიდი ირაგა-ჯიგრაშენის დამაკავშირებელი ხიდის კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს.ხიდის აღდგენა დასრულდება ხვალ 10 ივნისს, (მეორე ხიდის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს).ელექტრო ენერგიის მიწოდება სოფელ ჯიგრაშენში და პატარა ირაგაში სრულად აღდგენილია.
BP ახორციელებს არსებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს(SCPX), რომლის მიზანია მილსადენის გამტარიანობის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს წელიწადში დამატებითი16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე. აზერბაიჯანსა და საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ახალი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტორად შეირჩა Saipem/Azfen-ის ერთობლივი საწარმო.
სოფელ ახალსოფელში მოვარდნილმა ღვარცოფმა მწყობრიდან გამოყვანა სოფელში მისასვლელი და შიდა გზები, დანგრეულია ყველა მცირე ხიდგადასასვლელი.
ძლიერი წვიმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა სოფლების :ქვემო წყლულეთში და წვერის მისასვლელი გზები.
სახარძრო-სამაშველო სამსახურის და პოლიციის მიერ მოხდა მოსახლეობის ვერტმფრენით უვნებლად ევაკუირება.
ძლიერი წვიმისგან დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები დაბა მანგლისში, სრულიად აღდგენილია.
მინდინარეობს ლიპას წყალსაცავის გაწმენდითი სამუშაოები, ღვარცოფით მოტანილი ხის მასებისგან.
სოფელ წვერში მიმდინარეობს 13 ივნისს სტიქიის შედეგად დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები.
სამუშაოები ადგილზე მოინახულეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა.
დღეს სოფელ წყლულეთში იყოფებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური. დაათვალიერეს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები.
გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოყოფილი თანხით, სოფელ კოდაში არსებულ მუხათის ფაბრიკის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულებულია.
სამუშაოებს აწარმოებდა შპს“თხუნელა პროფი“
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბესიკ წიკლაურმა დაათვალიერა დაბა მანგლისში სახიდე გადასასვლელების მშენებლობა .
სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წყლულეთში მისასვლელი გზის სარებილიტაციო სამუშაოები მოინახულეს : ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატახიზანაშვილმა,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფოსამშენებლო კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი კუპრავამ.
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს ,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილი სამარიელის“ მხარდაჭერით ,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და მარჩენალდაკარგულ ოჯახების შვილებსა და შვილიშვილებს საჩუქრები გადასცეს.შეხვედრაზე აღნიშნული კატეგორიის ოჯახის წევრების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა “ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დავით სარიევი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა სოც. უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვალერიან სუხიტაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ საერთო პრობლემები ,გაეზიარებინათ გამოცდილება და შეემუშავებინათ პრობლემის გადაჭრის გზები.
30 ივნისს თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში ა.(ა.)ი.პ. ,,თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებულ, წარმოშობით თეთრიწყაროელ ხელოვანებთან.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის” ორგანიზებით 3 ივლისს ქ. თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში, გაიმართა 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტ
დღეს 17 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი თემაზე: ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე (სოფლის კრებების ორგანიზება და სოფლის საჭიროებების განსაზღვრა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით).
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ICCN”-ისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა.
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
895
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















