თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თავისუფლების დღე თეთრიწყაროში
26 მაი 2026
 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რომელიც ქვეყნის ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს წარმოადგენს.

 

დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა. მერთან ერთად ღონისძიებას მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1208
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
942
იან 00
2290
ივლ 02 ოთხ 2025
4681
ივნ 27 პარ 2025
4530
აგვ 12 სამ 2025
4878
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
942