თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ თემურ შუბითიძე დაინიშნა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში 208 ნერგი დაირგო
მარნეულის მუნიციპალიტეტმა არქეოლოგიურ ძეგლ გადაჭრილ გორაზე ქვემო ქართლის ღვინის ფორუმს უმასპინძლა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ქვემო ქართლის რეგიონული ახალგაზრდული ფესტივალის მომზადების პროცესში ჩაერთნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი ხულუტის ციხე-დარბაზის ახლად რეაბილიტირებული სივრცეების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლების ღონისძიებას დაესწრო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, მოადგილეებთან - რამაზ გულბანთან და ლია ზურებიანთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს აპარატის უფროსი დალი აფციაური.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერის მოადგილე რამაზ გულბანთან და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ გია გოცირიძესთან ერთად, შპს „თეთრიწყაროს სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს შეხვდა.
მერმა მგზავრთა მომსახურებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს მადლობის სიგელები, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„თითოეული თქვენგანის ყოველდღიური საქმიანობა უმნიშვნელოვანესია მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა და თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების ადრეულ გამოვლენას ემსახურება, ქალაქ თეთრიწყაროში უფასო მასშტაბური სკრინინგის აქცია გაიმართა.
სკრინინგული კვლევები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მის მიმდინარეობას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი გაეცნო.
მისი განცხადებით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი აქციები ხელს უწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის ტესტირება. ასევე ხელმისაწვდომი იყო გინეკოლოგის უფასო კონსულტაცია.
გამოკვლევები ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
აქცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შპს „სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თეთრიწყარო-მარნეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ, საპიკნიკე ზონაში, ე.წ. ცივი ხიდის ტერიტორია დაასუფთავეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, პერიოდულად ახორციელებს აღნიშნული და სხვა ტერიტორიების დასუფთავებას.
გზის პირას განთავსებულია ნარჩენების ურნები. მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს, გავუფრთხილდეთ ბუნებას, დავიცვათ სისუფთავე და ნარჩენები ურნებში განვათავსოთ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა სოფელ ჭივჭავში 19 ივნისს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში 44 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოები სრულად ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ და პროექტის ჯამური ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან და მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის უფროს ზურაბ ზარდიაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან და მშენებლებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი მიმდინარე სამუშაოების ტემპის, ხარისხისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი იყო.
მუნიციპალიტეტის მერმა მშენებლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გამოწვევების შესახებ.
როგორც მიხეილ აფციაურმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში და ხარისხის შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბეგლარიშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ხუთ ღვაწლმოსილ პედაგოგს, მრავალწლიანი და ღირსეული პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები გადასცეს.
დაჯილდოებულ პედაგოგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან 500-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ორბელიანის ქუჩის 200-მეტრიან მონაკვეთს, ფარნავაზისა და ბაგრატიონის ქუჩებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელ 265 მეტრ გზასა და ეზოებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, კეთილმოეწყობა თამარ მეფის ქუჩა №1-სა და №3-ში მდებარე მრავალბინიან სახლებთან მისასვლელი გზა.
პროექტების საერთო ღირებულება 707 137 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური მერიის თანამშრომლებს შეხვდა.
მიხეილ აფციაურმა თანამშრომლებს სტრუქტურული ცვლილებების შედეგად განახლებული გუნდი და სხვადასხვა მიმართულებაზე დანიშნული ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 |
ოქტ 29 ხუთ 2026
1059




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















