თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2026-10-11
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული „გარისობა 2026“ ციყვების პარკში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი კულინარიული, ეთნოგრაფიული და ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეები. გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო გასართობი აქტივობები. ასევე, დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები.
სახალხო დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი ქოჩიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.
დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „რეგიონი“. სახალხო დღესასწაული გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„გარისობა“ მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენას, ადგილობრივი შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
სახალხო დღესასწაული „გარისობა 2026“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და სამთო-მომპოვებელი კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით, ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ვრცლად
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები