16 აგვისტოდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების და მათთან ერთად შესყიდული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი ივლისის N1270 და 4 აგვისტოს N1625 განკარგულებების საფუძველზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 38 ოჯახს აღნიშნული განკარგულებების დანართით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად-1 (ერთ) ლარად გადასცემს.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. პროექტის ფარგლებში, მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად და პროექტის პირველ ეტაპზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. აღნიშნული პროცესი სახელმწიფოს მიერ ეტაპობრივად, მომავალშიც გაგრძელდება.
სიახლეები
ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ
17 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3827
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
895
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































