თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
30 იან 2025
 
ქალაქ თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან და მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია ტრანსფორმირებადი მოედანი, რომელიც გამოიყენება როგორც კალათბურთის, ფეხბურთისა და სხვა სპორტული აქტივობებისათვის, ასევე კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. მეორე სართულზე განთავსებული იქნება ცეკვისა და მუსიკის ოთახები, სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა, გამოსაცვლელები და სველი წერტილები. შენობა მთლიანად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცით 350 ბენეფიციარი შეძლებს სარგებლობას.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი ღირებულება 3 222 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს რწმუნებულთან ერთად, მისი მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 588
 
 
 
სიახლეები
 

2025 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები

 

Loading...