თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური 31 აგვისტოს სოფელ კოდაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ასევე მოინახულა სტიქიის შედეგად დაზიანებული მალხაზ მურადაშვილის საცხოვრებელი სახლი და დაპირდა დახმარებას.
სოფელ დიდ ირაგასა და წინწყაროში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა , პროექტი ითვალისწინებდა სასმელი წყლის ცენტრალური მილის შეცვლას და სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას.
6 სექტემბერს სოფელ კოდის ცენტრში, ცენტრალური გზიდან სოფელ მუხათში გამავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. პროექტი მოსახლეობას განსახილველად წარუდგინა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა სიმონ გულედანმა. საჯარო განხილვას ესწრებოდა კოდის, კოდის იგპ დასახლების, მუხათის და ფაბრიკის დასახლების მოსახლეობა.
7 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი სიმონ გულედანი სოფელ ახალსოფელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელთან დამაკავშირებელი სტიქიის შედეგად დაზიანებული მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.
8 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი სიმონ გულედანი სოფელ ვაშლოვნის მოსახლეობას შეხვდნენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა ქუჩების რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.
9 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით გამგეობაში გაიმართა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს ევროპული და ქართული მოდელის პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება თემაზე – თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, რატომ არის მისი განხორცილება საჭირო. შეხვედრის მონაწილეებმა ექსპერტებთან ერთად შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, იმსჯელეს სხვა მუნიციპალიტეტებში დანერგილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში არსებული პრაქტიკის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
9 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელთან -სიმონ გულედანთან ერთად, სოფელ ფარცხისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტი გააცნო.
9 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელთან -სიმონ გულედანთან ერთად, სოფელ ფარცხისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროექტი გააცნო
13 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური სოფელ კლდეისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს სოფელ კლდეისამდე სტიქიის შედეგად დაზიანებული მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის საკითხი წარმოადგენდა.
სოფელ სამღერეთში 40 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სოფელში საბავშვო ბაღის არ არსებობა წარმოადგენდა.
15 სექტებმერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური საქართველოს მელიორაციის კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონიული ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ერასტი მაღრაძეს და ალგეთი-ტბისი-კუმისის სერვისცენტრის უფროსს ბაადურ ცხელიშვილს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ალგეთი-ტბისის სერვისცენტრის ახალმა უფროსმა ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთანავე, შეხვედრის მონაწილეებმა ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.
15 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი სასწავლო წლის დადგომა მიულოცეს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.საზეიმო ღონისძიებები საჯარო სკოლებში დილიდან იმართებოდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადილე ლია ზურებიანი ქ.თეთრიწყაროს №2 , ასურეთისა და ბოგვის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს პირადად მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება.
16 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორ კომპანია „დაგი“-ს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ასურეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს...
17 სექტემბერს მსოფლიო გარემოსდაცვით კამპანიის ფარგლებში „დავასუფთავოთ საქართველო“, ქ. თეთრიწყაროში ე.წ. დათვების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია
2016 წლის 17 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სხდომა საჯარო იყო და წევრების გარდა, ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ განიხილა პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული წინადადებები ქალაქ თეთრიწყაროს ცენტრალური უბნის განვითარების თაობაზე. გიორგი აბულაძემ აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია აუცილებელია ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის:
2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად სოფელ ქოსალარსა და მარაბდაში სარიტუალო დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ციტადელი“.
სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. არსებული საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად ავარიული იყო და არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტადარტებს. რეაბილიტაციის შედეგად შენობაში შექმნილია გაუმჯობესებული პირობები, კერძოდ კეთილმოეწყო საბავშვო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და სათავსოები.
20 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში გადირ ხუმის დღესასწაული აღინიშნა. შიიტური მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს მუსლიმანური სამყარო განსაკუთრებულად აღნიშნავს.
ივლ 06 ორშ 2026
838
ივლ 03 პარ 2026
862
ივლ 02 ხუთ 2026
960
ივლ 03 პარ 2026
894
მაი 26 სამ 2026
1222
ივნ 11 ხუთ 2026
1250
იან 00
1239
იან 00
1458




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















