თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2015-11-10

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ქ. თეთრიწყაროში შიდა გზების და დაბა მანგლისში ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ვრცლად
2015-11-10

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფ. ენაგეთში 2015 წლის 28 სექტემბერს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდა ცენტრალური გზიდან სკოლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მოეწყო 85 გრძ/მ ასფალტო-ბეტონის საფარი.

ვრცლად
2015-11-10

 

7 ნოემბერს კოდის სათემო განათლების ცენტრმა და სოციალურმა საწარმო „არტ-კოდა“-მ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international)-ის და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მხარდაჭერით ღია კარის დღე გამართა.

ვრცლად
2015-11-08

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში მიმდინარეობს ცენტრალური გზის დარჩენილი ნაწილის მოასფალტების სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 408 გრძ/მ გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას.

ვრცლად
2015-11-07

 

2015 წლის 13 ივნისის სტიქიური მოვლენების შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წყლულეთში დაზიანდა მისასვლელი საავტომობილო გზა, დაინგრა მილხიდები და სანიაღვრე არხები.

ვრცლად
2015-11-06

 

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების ხელმძღვანელი ვახტანგ ბურჯანაძე თანამშრომლებთან ერთად.

ვრცლად
2015-11-05

 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სოფელ კოდაში და სოფელ ჯორჯიაშვილში დაიწყო საბავშვო ბაღების შენობების შიდა სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2015-11-05

 

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა.

ვრცლად
2015-11-04

 

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაიწყო, 2015 წლის ივნისში მოსული სტიქიის შედეგად დაზიანებული, სოფელ ზირბითში და სოფელ ახალსოფელში მისასვლელი გზების და მილხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2015-11-04

 

თეთრიწყაროს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს, სოციალურად დაუცველ 70 ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 70000-ს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გაეწიათ ერთჯერადი დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში შეადგინა 53 600 ლარი.

ვრცლად
2015-11-03

 

დაბა მანგლისში მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დასრულდა საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, რომლის ღირებულებამ 48286,16 ლარი შეადგინა.

ვრცლად
2015-10-28

 

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ხომერიკმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქ. თეთრწყაროში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2015-10-23

 

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ქვემო ქართლის გუბერნიის და თვითმმართველობის წარმომადგენლობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2015-10-22

 

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაიწყო ქ.თეთრიწყაროს №1 და №2 საბავშვო ბაღების შენობების შიდა სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვრცლად
2015-10-21

 

ქ. თეთრწყაროში ჯავახიშვილის, კრწანისის, საქართველოსა და გორგასალის ქუჩებზე 2 კილომეტრიანი სავალი გზის მოსაფალტების პირველი ეტაპი დასრულდა.
ამ ეტაპზე კომპანია სანიაღვრეების მოწყობას ანხორციელებს.

ვრცლად
2015-10-15

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ააიპ ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის" ორგანიზებით ცენტრის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი სცენარისტის და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის 61 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა რეჟისორი თინათინ ბეკოშვილი, მსახიობები: დავით ბეკოშვილი, ლელა კეკელაშვილი, დავით თოლორაია, რომან ქერქაძე. მომღერლები: ანა მალაზონია და ქეთა წიკლაური.

ვრცლად
2015-10-15

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი-ინტელექტი“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ანხორციელებს პროექტს ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“.

ვრცლად
2015-10-13

 

10 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში ,,რუსთავქალაქობა'' აღინიშნა. დილიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ვრცლად
2015-09-28

 

28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“-ს შენობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონ პაატა ხიზანაშვილის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.

ვრცლად
2015-09-28

 

მინდინარე წლის 28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის” ორგანიზებით სოხუმის დაცემიდან 22 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენ დავბრუნდებით“, რომლის ფარგლებში გაიხსენეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ალგეთელი მეომრები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ვრცლად
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
569