თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(359) 22 23 38
  • სამშვილდე
    სამშვილდე
  • მანგლისის სიონი
    მანგლისის სიონი
  • ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი
    ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი
2017-03-01

XVI–XVII საუკუნეების ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი სოფ. ღოუბნიდან 3 კმ-ის მანძილზე, ტყეში მდებარეობს. ტაძარი კუპელჰალეს ტიპიური ნიშნებით ხასიათდება. ეკლესიის ფასადები დეკორატიულად თითქმის სრულიად არ არის გაფორმებული ხოლო  დამუშავების მთელი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი. ეკლესიის სამხრეთ ფასადთან სწორკუთხა, მასიური კოშკია, რომელიც  შედარებით მოგვიანო ხანის ნაგებობაა. 

ვრცლად
2017-03-01

დაბა მანგლისი ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით. წყაროებში დაცული ცნობები მოწმობს, რომ მანგლისისაქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, (IV საუკუნის ოცდაათიან წლები), ერთ–ერთი პირველი ტაძარი სწორედ მანგლისში  აიგო სადაც ქრისტიანობის უწმინდესი განძი, ქრისტეს ჯვრის ნაწილები ყოფილა დაცული. 

ვრცლად
2017-03-01

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1965 წელს და მდებარეობს ქალაქ თეთრიწყაროში.  მუზეუმში  ინახება დაახლოებით  11000 ექსპონანტი, მათ შორის ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები.  მუზეუმში დაცულია  ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწელულის რომის კეისრის ფულის მულაჟები, რომელიც ადასტურებს ამ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის არსებობას სხვა ქვეყნებთან.

ვრცლად
2017-03-01

ხულუტი-ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი  აგებულია XVIII  საუკუნის  I მესამედში. იგი  მდებარეობს მდინარე ხრამის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. 

ვრცლად
2017-03-01

XIII საუკუნის ეპოქის უბრწყინვალესი ნიმუში, ძველი ქართული კულტურის კერა -  ფიტარეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო  კომპლექსი ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც  ქვაზე შესრულებული  განუმეორებელი „ნაქარგი“ ჩუქურთმების სიმრავლით.    ფიტარეთის სამონასტრო კომპლქსი ღვთსმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, მარნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისაგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს-ის მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება.

ვრცლად
2017-03-01

სამშვილდე  ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია საქართველოში და მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამშვილდის მახლობლად.

ვრცლად
2017-03-01

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით,რომელებიც  მნიშვნელოვან ღირებულებებს   წარმოადგენენ ესთეტიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით, მათგან აღსანიშნავია სოფელ კლდეისში მდებარე ბუნებრივი საყინულე, რომელსაც  მეფეთ საყინულის სახელითაც მოიხსენიებენ. ლავური ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელები, რომელშიც ადამიანს შეუძლია  ჩაძრომა. ხვრელები ლავაში გაჩენილია ტექტონიკური ან გრავიტაციული..

ვრცლად
 

2017 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები