თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღია კარის დღე კოდის სათემო განათლების ცენტრში
10 ნოემ 2015
 

7 ნოემბერს კოდის სათემო განათლების ცენტრმა და სოციალურმა საწარმო „არტ-კოდა“-მ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international)-ის და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მხარდაჭერით ღია კარის დღე გამართა.

სტუმრებს შორის მოწვეული იყო ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი მეუღლესთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, გერმანიისა და ბულგარეთის საელჩოს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სათემო განათლების ცენტრისა და სოციალური საწარმოს საქმიანობას, სამომავლო გეგმებს, მონაწილეობა მიიღეს ტიხრული მინანქრის, თექისა და ქვილთის მასტერკლასებში; ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო "არტ-კოდა"-ს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. 
კოდის სათემო განათლების ცენტრი 2010 წლის იანვარში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv-international) მიერ განხორციელებული პროექტის "იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში" ფარგლებში დაარსდა. 
პროექტი დაფინანსდა ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდაში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას ადგილობრივ თემში.
პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრი დარეგისტრირდა როგორც არამომგებიანი არასამეწარმეო იურიდიული პირი და აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ცენტრი დაინტერესებულ მსენელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ მოკლევადიან პროფესიულ და პიროვნული განვითრების კურსებს სთავაზობს. თითოეული სასწავლო კურსი აღჭურვილია შესაბამისი დანადგარით, ხელსაწყოებით და სასწავლო მასალით. სწავლება მიმდინარეობს აპრობირებული პროგრამებით და ინოვაციური სასწავლო მეთოდების გამოყენებით. პროგრამებს და კურსებს უძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები და ტრენერები. ცენტრში ეწყობა საჯარო შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან - პოლიტიკოსებთან, ხელოვანებთან, მეცნიერებთან, სპორტსმენებთან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3519
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
788
იან 07 შბ 2023
3004
ოქტ 24 ორშ 2022
2745
ოქტ 07 პარ 2022
3037
ოქტ 11 სამ 2022
2610
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
825