თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში, მერიის მიმდებარე ტერიტირიაზე, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და საახალწლო კონცერტი გაიმართა.
28 დეკ 2022
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროში აღნიშნული ღონისძიება 2023 წლის 4 იანვარს გაიმართება.
დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით ქალაქ თეთრიწყაროში, მერიის მიმდებარე ტერიტირიაზე, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და საახალწლო კონცერტი გაიმართა.დილიდან ღონისძიება, საბავშვო გასართობი პროგრამით დაიწყო:
თამაშები, ანიმატორები, მოსიარულე დრამერები და სანტები. ბავშვები შეხვდნენ თოვლის ბაბუას, თოვლის ბაბუის სახლში.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული, ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები, მომღერალი ანი კეკუა, ანიმაციური ფილმების პერსონაჟები(წუნა და წრუწუნა, გოგონა და თოვლის გუნდა),ფიფქია და აკრობატი.
თეთრიწყაროს მუნიციოპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნიკოლოზ კობახიძესთან ერთად დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და თეთრიწყაროს ღვაწლმოსილ მოქალაქეებს:
დამსახურებულ პედაგოგს, N2 საჯარო სკოლის დირექტორს მერაბ კობახიძეს
წლის საუკეთესო ხელოვანს, ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის მხატვარ-დეკორატორს ირმა გოგობერიშვილს
წლის საუკეთესო სპორტსმენს, მოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში თამაზ პაპაშვილს
ფოლკლორულ ანსამბლ ,,დიდგორის" უხუცეს წევრებს შპს.თეთრიწყაროს სერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს, გულნაზი ბახურაულს თავდაუზოგავი შრომისთვის, საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა რუსთავმა, ქვემო ქართლისთვის დაწერილი ახალი სიმღერა შეასრულა, კონცერტი კი ჯგუფი ,,მგზავრების“ მონაწილეობით გაგრძელდა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3018
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
576
იან 07 შბ 2023
2790
ოქტ 24 ორშ 2022
2569
ოქტ 07 პარ 2022
2851
ოქტ 11 სამ 2022
2432
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
554