თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმები ქ. თეთრწყაროში
28 სექ 2015
 

28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“-ს შენობაში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ბატონ პაატა ხიზანაშვილის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგ ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, ხოლო იმ მოქალაქეებს რომელთაც აღმოაჩნდათ თვალის დაავადება „კატარაქტა“, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას და ესაჭიროებათ ოპერაცია კლინიკა „ოფთალმიჯი“ შემდგომ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ადგილზე ჩაუტარებს ქირურგიულ მომსახურებას (ოპერაცია). უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ლია ზურებიანი, ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბესარიონ ფაღავა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4313
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
797
იან 07 შბ 2023
3011
ოქტ 24 ორშ 2022
2756
ოქტ 07 პარ 2022
3046
ოქტ 11 სამ 2022
2620
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
832