თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქვემო ქართლის, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის“ პროექტი
10 დეკ 2020
 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენის განთავსება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი შპსსაქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო:

·         2020 წლის 21 დეკემბერი, 14:00 საათი

 საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

შეხვედრის ლინკი: https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m47bde230ac0a669ea94b98c51a7d2678

შეხვედრის კოდი: 12345678

შეხვედრის ნომერი: 175 271 5237

 იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების, Webex-ის აპლიკაციის გამოყენებით.  საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრამდე, მისამართზე: . თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  

სკოპინგის ანგარიში.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4507
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
607
იან 07 შბ 2023
2826
ოქტ 24 ორშ 2022
2598
ოქტ 07 პარ 2022
2877
ოქტ 11 სამ 2022
2457
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
586