თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

რძის გადამამუშავებელი საწარმო „წინწყარო +“ გაფართოვდა
21 ივლ 2020
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ქორიძემ, სოფელ წინწყაროში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო „წინწყარო+“ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

►საწარმო „წინწყარო+“ სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, გაფართოვდა. საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რის შედეგადაც, ყველის წარმოებას, რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა.
► საწარმოში დამატებით 225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია.
►სახელმწიფოს დახმარების შედეგად საწარმო დღიურად 5 ტონით მეტ რძეს გადაამუშავებს.
► საწარმოში დასაქმებულია 25 ადგილობრივი მაცხოვრებელი.
►წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, საწარმო ბრენდით „წინწყარო+“ თბილისის მაღაზიებში ახდენს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი გაფართოვდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3097
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
729
იან 07 შბ 2023
2952
ოქტ 24 ორშ 2022
2697
ოქტ 07 პარ 2022
2993
ოქტ 11 სამ 2022
2562
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
745