თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
16 მაი 2020
 

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი ნუშის მეურნეობის ხელმძღვანელთან, თორნიკე ლათათიასთან ერთად სამუშაო პროცესს გაეცნენ. სოფელ ენაგეთის მიმდებარედ 60ჰა მიწის ნაკვეთზე ადგილობრივმა შველიძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამადანერგე მომავლისმრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების ფარგლებში ნუშის ბაღი გააშენეს. გაშენების პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, დღეისათვის 27 000-მდე ნერგია დარგული.ადგილზე სეზონურად დასაქმებულია 60 ადგილობრივი, ხოლო სისტემატიურად 12. სახელმწიფო დაფინანსების სახით ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას, რომლის ფარგლებშიც სამმა ბენეფიციარმა სახელმწიფო თანადაფინანასების სახით 315 000 ლარი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” 20 მაისიდან ამოქმედდება რომლის ფარგლებშიც ფერმერებს გარკვეული შეღავათებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2678
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
728
იან 07 შბ 2023
2949
ოქტ 24 ორშ 2022
2697
ოქტ 07 პარ 2022
2992
ოქტ 11 სამ 2022
2561
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
743