თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი დაურიგდათ
16 აპრ 2020
 

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.

 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა, გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2451
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
729
იან 07 შბ 2023
2952
ოქტ 24 ორშ 2022
2697
ოქტ 07 პარ 2022
2993
ოქტ 11 სამ 2022
2562
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
745