თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ალგეთის ეროვნული პარკის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა
12 ნოემ 2015
 

12 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ალგეთის ეროვნული პარკის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის საკითხის განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრას უძღვებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, SPPA-საქართველოს (დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში) წარმომადგენელი რამაზ გოხელაშვილი და ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავთანდილ მჭედლიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მრჩეველთა საბჭოს წევრები და შპს „გეოგრაფიკი“-ს მოწვეული კონსულტანტები.
საბჭომ მოისმინა დემარკაციის სამუშაოების შედეგები, იმსჯელა დემარკაციის საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებების და შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ და საერთო კონსესუსით მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ; 
ეროვნული პარკის არსებულ საზღვრებში შემავალი სოფლების საძოვრები შევა ეროვნული პარკის საზღვრებში, მოსახლეობის მხრიდან ტრადიციული გამოყენების პირობით, ეროვნული პარკის აღმოსავლეთით ტყის სამი ფრაგმენტი (საერთო ფართობით 142 ჰა) ტყის მასივის შენარჩუნების მიზნით, დარჩება ალგეთის ეროვნული პარკის საზღვრებში, პარკის საზღვრებიდან ამოირიცხება ყველა დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზები.
აღსანიშნავია, რომ ალგეთის ეროვნული პარკის საბჭო სათათბირო ორგანოა, რომელიც შექმნილია დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის მიზნით. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის მექანიზმის გაუმჯობესება და რეკომანდაციების შემუშავება დაცული ტერიტორიების და ბუნებრივი ფასეულობების სრულყოფილი მართვის მიზნით. საბჭო 14 წევრისაგან შედგება, მის შემადგენლობაში შედიან: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3699
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
789
იან 07 შბ 2023
3005
ოქტ 24 ორშ 2022
2746
ოქტ 07 პარ 2022
3038
ოქტ 11 სამ 2022
2612
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
827