თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში
29 იან 2016
 

27 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შედგა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საკითხი თეთრიწყაროს ტურისტული პოტენციალის განვითარების პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვნება და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლე იძლევა ტურიზმის ისეთი დარგების განვითარების შესაძლებლობას, როგორიცაა: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, რეკრეაციული, ექსტრემალური და სხვა. ტურიზმის სფეროს განვითარება მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოგებას მოუტანს მუნიციპალიტეტს, კერძოდ: განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც თავისთავად აისახება მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილების შექმნაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი - ბესიკ წიკლაური, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მცირე ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი ვალერიან სუხიტაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამშვილდე-კლდეკარის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ - ნაკრძალის კოორდინატორი დიმიტრი ნარიმანაშვილი და სპეციალისტები: გიორგი ხაბულიანი და ხვიჩა ბაბლუანი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3215
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
712
იან 07 შბ 2023
2934
ოქტ 24 ორშ 2022
2681
ოქტ 07 პარ 2022
2976
ოქტ 11 სამ 2022
2546
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
729