თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვე-პროექტების საჯარო განხილვა
11 თებ 2016
 

10 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში თამარ მეფის და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. ქვე-პროექტის განხორციელება იგეგმება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე,ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი სიმონ გულედანი,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები: დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი, დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ანა თავდგირიძე, დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის ბენეფიციარებთან ურთიერთობის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური მენეჯერი მარიამ მარდიაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ინიციატორია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, ვინაიდან აღნიშნულ ქუჩებზე სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს: თამარ მეფის ქუჩაზე 5 სმ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას, გზაჯვარედინზე გადასასვლელ კიბეებთან პანდუსების მოწყობას, ტროტუარის კედლების შეკეთებას და რკინის დეტალების შეღებვას, დეკორატიულ კედლებზე ბაზალტის ფილების აღდგენას. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 5 სმ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას, არსებული არხის დაშლას და ახალი არმირებული ბეტონის არხის მოწყობას, ეზოებში შესასვლელებზე და მიერთებებზე ლითონის ცხაურის გადახურვას, გარე დაზიანებული ღობეების ნაწილობრივი აღდგენას. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის იერსახე, შეიქმნება სამუშაო ადგილები, გაიზრდება დამსვენებელთა რაოდენობა.
ქუჩების რეაბილიტაციის მიზნით, 2015 წელს მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (2 948 ლარი) და გადაეგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს განსახილვევლად. ამჟამად პროექტი გაგზავნილია ევროპის საინვესტიციო ბანკში დაფინანსების მისაღებად, დაფინანსების შემთხვევაში გამოცხადდება ტენდერი სამუშაოებზე, ხოლო ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი უზრუნველყოფს შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3481
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
719
იან 07 შბ 2023
2940
ოქტ 24 ორშ 2022
2686
ოქტ 07 პარ 2022
2982
ოქტ 11 სამ 2022
2551
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
734