თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი
05 თებ 2016
 

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი გრძელდება. საქართველოს მთავრობის №52 განკარგულების თანახმად პროექტის ბენეფიციარებს სარგებელი გადაეცემათ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სახნავი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს არ გააჩნია სახნავი მიწის ნაკვეთი, მას სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად. „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“-ს მოსარგებლეები მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:
● ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მას იყენებენ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოებისათვის, მიიღებენ 50 ლარის ოდენობის სარგებელს („აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ 50 ქულა), სასოფლო-სამეურნეო საქონლის სააგენტოს კონტრაქტორებისაგან შესყიდვის მიზნობრიობით.
● ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან(ჩათვლით) 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისათვის, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით) სააგენტოს კონტრაქტორებისაგან ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნობრიობით.
● ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან(ჩათვლით) 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით) სააგენტოს კონტრაქტორებისაგან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს პირველ ეტაპზე გადაეცა 6 605 დაბეჭდილი ხვნის ბარათი, რომლის დარიგებას ბენეფიციართათვის უზრუნველყოფს გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ნომინალურ სარგებელს „აგრო ბარათზე“ მიიღებს 2 635 ბენეფიციარი, ჯამში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე სარგებელს მიიღებს 9 240 ფერმერი. ბენეფიციარები, რომელთაც დღემდე არ უსარგებლიათ აღნიშნული პროექტით საშუალება აქვთ მიმდინარე წლის 1 მარტამდე მიაკითხონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს და წარმოადგინონ მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). პროექტის ფარგლებში მიმდინარე ხვნის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მცირე ბიზნესის განვითარების სამსახური. 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროექტის მოსარგებლეებს შეუძლიათ მიმართონ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს ან დაუკავშირდნენ პროექტების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს: (032) 247 01 01

 

საქართველოს მთავრობის განკარგულება N52

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3302
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
696
იან 07 შბ 2023
2917
ოქტ 24 ორშ 2022
2662
ოქტ 07 პარ 2022
2958
ოქტ 11 სამ 2022
2529
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
702