თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ
22 თებ 2016
 

22 თებერვალს, ქალაქ რუსთავის დრამატულ თეატრში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანა კვარაცხელია და მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია. 
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი ვალერიან სუხიტაშვილი,ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, წარმატებული მეწარმეები და ა.შ. 
ღონისძიების ფარგლებში რეგიონის მცხოვრებლებმა და დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამაში ჩართვისა და განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. აუდიტორიამ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი რეგიონისა და სამინისტროს პირველი პირებისგან მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია 2016 წლის 31 მარტამდე.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3412
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
795
იან 07 შბ 2023
3009
ოქტ 24 ორშ 2022
2751
ოქტ 07 პარ 2022
3043
ოქტ 11 სამ 2022
2617
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
830