თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა დაიწყო
23 თებ 2016
 

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.

სოფელ კოდაში, 580 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ კოდაში მცხოვრები 924 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 813 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 8 ტრაქტორი შეასრულებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და შპს „მექანიზატორის“ დირექტორი პაატა შეყელაძე ჩავიდნენ და ხვნის სამუშაოებს გაეცნენ.
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას ქვემო ქართლის 94 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 51 ათას ფერმერი. 
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 48 მილიონ ლარს შეადგენს. 
მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. პროექტი 3 წლიანი იყო თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მე-4 წელსაც გაგრძელდა. 
* ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
* ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.
* ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებევრვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3662
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
797
იან 07 შბ 2023
3011
ოქტ 24 ორშ 2022
2756
ოქტ 07 პარ 2022
3046
ოქტ 11 სამ 2022
2620
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
832