თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტყის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები
31 ივლ 2015
 

ქ. თეთრიწყაროს, ტყის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის 100 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობითი სამუშაოები, პარალელურად მიმდებარე ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის მილები.

ამ ეტაპზე კომპანია სანიაღვრეების მოწყობას და მოასფალტებას ანხორციელებს. სამუშაოები 2015 წლის 3 ივლისს დაიწყო, დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოებს ანხორციელებს კომპანია შპს „გიო და დათი“, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86.214 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალერეს: პრემიერის აპარატის წარმომადგენელმა მინდია ღლონტმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ხომერიკმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ბესარიონ ფაღავამ და ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა სიმონ გულედანმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4106
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
590
იან 07 შბ 2023
2805
ოქტ 24 ორშ 2022
2581
ოქტ 07 პარ 2022
2862
ოქტ 11 სამ 2022
2442
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
569