თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
07 აგვ 2015
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლებანიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

დეტალურად გაეცნენ უკვე განხორციელებულ სამუშაოებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს მათთვის პრიორიტეტულ საკითხების შესახებ გაესაუბრნენ. 
ქ. თეთრიწყაროს, ტყის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის 100 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობითი სამუშაოები, პარალელურად მიმდებარე ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის მილები. ამ ეტაპზე კომპანია სანიაღვრეების მოწყობას და მოასფალტებას ანხორციელებს. სამუშაოები 2015 წლის 3 ივლისს დაიწყო, დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოებს ანხორციელებს კომპანია შპს „გიო და დათი“, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86.214 ლარია გამოყოფილი.
მოსაფალტების სამუშაოები მიმდინარეობს ქ. თეთრიწყაროს კრწანისის, საქართველოს და გორგასალის ქუჩებზე.
სამუშაოები 2015 წლის 29 ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოებს ანხორციელებს შპს „ქვენი ფნელი“, რომლისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 693,995 ლარია გამოყოფილი.
ასევე სამუშაოები მიმდინარეობს თაყიშვილის, ტაბიძის, თუმანიანის, გიორგი ბრწყინვალეს, კოსტავას, ხერგიანის, თრიალეთის ქუჩებზე.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „ქცია“ რომლისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 2.300000 ლარი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4171
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
590
იან 07 შბ 2023
2805
ოქტ 24 ორშ 2022
2581
ოქტ 07 პარ 2022
2862
ოქტ 11 სამ 2022
2442
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
569