თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ვისწავლოთ ქართული“- ქვემო ქართლის რეგიონში
17 სექ 2015
 

16 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ქოსალარსა და სამშვილდეში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა.

პროგრამის მონაწილე აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მოქალაქეებს შეხვდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახლმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კობახიძე,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლია ზურებიანი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით სარიევი.
სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს დაწვრილებით გააცნეს პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სახელმძღვანელოები უფასოდ გადასცეს. 
პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას. სამი თვის განმავლობაში მაღალკვალიფიციური პედაგოგები პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებს-ეროვნულ უმცირესობათა 1500-მდე წარმომადგენელს ქართულად ლაპარაკსა და წერა-კითხვას დაჩქარებული, თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდით შეასწავლიან.
„ვისწავლოთ ქართული“ ქვეყნის სამ რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში ხორციელდება. 
მსმენელებს კურსის ბოლოს სერტიფიკატები გადაეცემათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3938
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
590
იან 07 შბ 2023
2805
ოქტ 24 ორშ 2022
2581
ოქტ 07 პარ 2022
2862
ოქტ 11 სამ 2022
2441
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
569