თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წიგნის “ლეგენდა მოთხრობაში” პრეზენტაციას დაესწრო და წიგნის „ლეკვების სამოთხე“ ავტორი დათია ბადალაშვილი სიგელით დააჯილდოვა.
05 ივლ 2022
 
2022 წელს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი „ლეგენდა მოთხრობაში“, რომელიც აერთიანებს მე-20 საუკუნის გამორჩეული მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის (1904-1930) შემოქმედების ნაწილს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, არსებულ ბიბლიოთეკას მიენიჭა მწერლის სახელი.
წიგნების „თურმანი“ და „ლეგენდა მოთხრობაში“ შემდგენელი და რედაქტორია, ისტორიკოსი ლევან ჟვანია.
პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარე, თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი, ედუარდ უგულავა, პედაგოგები, დირექტორები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1969
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
610
იან 07 შბ 2023
2826
ოქტ 24 ორშ 2022
2599
ოქტ 07 პარ 2022
2879
ოქტ 11 სამ 2022
2459
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
588