9 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი მიულოცა.
13 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა რაიონის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან მუშა თათბირი გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დროულად განხორციელებას. ჩოქურმა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს დაავალა მოახდინონ მობილიზება და უახლოეს დღეებში ყველა სოფლებში შეიქმნას მუშა ჯგუფები, რომლებიც თვის ბოლომდე პროექტის ფარგლებში დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. „ადგილობრივმა მოსახლეობამ და სოფლის რწმუნებულებმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყველა სამუშაოს თავად უნდა გაუწიონ ზედამხედველობა რათა ყველა სოფელში დაწყებული სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს“. განაცხადა ჩოქურმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების გარდა რაიონში 25 ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყება. მოწესრიგდება საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა, შეკეთდება სოფლის შიდა გზები და ხიდები.
24-25 მაისს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში ‘’OPEN GEORGIA,’’ რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15-ამდე ქვეყნის 500-ზე მეტმა სპორტსმენმა, მათ შორის თეთრიწყაროს კარატისტთა კლუბი ‘’ალგეთი’’-ს 7-მა კარატისტმაც წარმატებით იასპარეზა.
ტურნირში მონაწილეებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს: პირველი ადგილი აიღო გიორგი აფციაურმა 50კგ. წონით კატეგორიაში, ხოლო მესამე ადგილები ლუკა გულედანმა 51კგ. წონით კატეგორიაში და ნიკა წიკლაურმა 25 კგ. წონით კატეგორიაში აიღო.
16 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შერჩეულ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ,,ელექტრონული მმართველობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანერგვის ხელშეწყობის შესახებ“ 2014 წლის 21 თებერვალს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაეცა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული მოძრავი ქონების ნაწილი - 15 პერსონალური კომპიუტერი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებს გადაეცემათ.
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.
თეთრიწყაროს ტერიტორიაზე, ბედენის მთის მიდამოებში, საქონლის გადასარეკ ტრასაზე, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მასობრივი ფაქტები დაფიქსირდა. ტრასის პირას ამ დრომდე რადენიმე ასეული მკვდარი ცხვარი,ათეული ძროხა, თხა, და ცხენია დაფიქსირებული. რაიონის გამგებლის დავალებით ადგილზე მუშაობს თეთრიწყაროს სამაშველო სამსახური.
4 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში პროექტის „სკოლამდელი აღზრდა ჩვენი უფლებაა“-ს ფარგლებში შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროს ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივი ქსელის შექმნა. შეხვედრაზე „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემაზე „წინასაარჩევნო ფიქრები სკოლამდელი აღზრდის შესახებ.“ ასევე, შეხვედრის მონაწილეებს გააცნე ის რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს სკოლამდელი აღზრდის სამსახურის ხელმძღვანელთან. რეკომენდაციები, სკოლამდელი ასაკის მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას წარუდგენა.
შეხვედრას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა მშობლები, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია, ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“-ს დირექტორი, სათემო ფონდი „კოდორი-2013 “ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
6 ივნისს, თეთრიწყაროს კუტურის ცენტრში, კულტურის ცენტრთან არსებულმა სახელოვნებო თეატრალურმა ჯგუფმა რეჟისორ ლელა ტიკურიშვილის ხელმძღვანელობით სპექტაკლი „ჯადოსნური გასაღები“ დადგა.
სპექტაკლს თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიება კულტურის ცენტრის დირექტორის ზეინაბ აბულაძისა და მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური. ჩოქურმა თეატრალური ჯგუფის წარჩინებულ მონაწილეებს და ხელმძღვანელს მადლობის სიგელები გადასცა.
ძლიერმა სეტყვამ ჭივჭავის, ირაგის და კლდეისის ტერიტორიული ორგანოს სოფლები სამღერეთი ალექსეევკა, დუმანისი, იფნარა და მენკალისი დააზარალა. განადგურებულია ნათესები, ხეხილის ბაღები და დახოცილია შინაური ფრინველები.
დიდი ზომის სეტყვამ სოფლის სავარგულებზე რამდენიმე სანტიმეტრიანი საფარი შექმნა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური სტიქიით დაზარალებულ ყველა სოფელში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჩოქურის განცხადებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
12 მაისს, თეთრიწყაროს სპორტ სკოლასთან არსებულმა კარატის ეროვნული ფედერაციის კლუბმა „ალგეთმა“ და „მანგლისმა“ ერთობლივი საჩვენებელი ვარჯიში გამართა.
მეგობრულ ვარჯიშში იასპარეზეს 5 დან 18 წლამდე კარატისტებმა მათ შორის იყო 2 გოგონა. თეთრიწყაროს კარატის კლუბ „ალგეთს“ ვასო მაღლაკელიძე და მინდია აფციაური ხელმძღვანელობენ ხოლო ახლადშექმნილ კლუბ „მანგლისს“ გიორგი დემეტრაშვილი უდგას სათავეში. კარატის წრე მანგლისში 2014 წლის თებერვლიდან მოქმედებს.
საქართველოს მთავრობამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით 806 135 ლარი გამოუყო.
31 ივლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა ადგილობრივი მკვიდრი თინათინ ბეკოშვილის სადიპლომო ფილმის „მე ვარ გოდერძი ჩოხელი“ ჩვენება.
ახალგაზრდა რეჟისორმა მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ბესიკ წიკლაურს. სადებიუტო ფილმის ჩვენებამდე სოფელ ჭივჭავის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლაზარე გელაშვილმა დალოცა ახალგაზრდა რეჟისორი და წარმატებები უსურვა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით გამგებლის მოადგილემ ბატონმა კახა სამხარაძემ სიგელი გადასცა,ხოლო მამა ლაზარემ მაგნლისის ღვთისმშობლის ხატი.
დღეს,12 აგვისტოს დიდგორის ველზე დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
დიდგორის ველზე ასევე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. დღესასწაულს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ქართველი სამხედროების გმირობაზე ისაუბრა.
დღეს 8 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ ბესიკ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონ გოჩა თედორაძემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომში გარდაცვლილ გმირებს და თეთრიწყაროს მკვიდრ ვლადიმერ დავითაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
დიდგორის ველზე მოწყობილ ამფითეატრში საზეიმო კონცერტი გაიმართა , რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილებსა,შავფაროსნებსა და ანსამბლ რუსთავთან ერთად ნატო მეტონიძე იღებდა.
ღონისძიების ბოლოს შესრულდა საქართველოს ჰიმნი , რის შემდეგაც მაყურებლებმა ამფითეატრიდან ველზე გადაინაცვლა ,სადაც ტრადიციულად ჭიდაობა და დოღი გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, ქართველი ხალხისა და ქართული ჯარის საერთო სახალხო ზეიმზე, გამორჩეულ სამხედროს საბრძოლო გამარჯვებისთვის თავდაცვის სამინისტრო „დიდგორის ჯვრის მედალს“ გადასცემს.
პირველი მედალი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს დღეს მთავრობის მეთაურმა გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორ ცხადაძეს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო წარმატებები უსურვა.
დღეს 29 აგვისტოს საქართველოს მაშტაბით მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაიწყო აქცია -ყველა ქალაქსა და სოფელში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან, რომელშიც თავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური,საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გოჩა თედორაძე, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ, დაასუფთავეს როგორც ქალაქი თეთრიწყარო ასევე სოფლები. დასუფთავების ასეთი მაშტაბური აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ წიკლაური
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა




















