ღონისძიება გაიმართა რუსთავის სახელმწიფო თეატრში, სადაც ქვემო ქართლის 6 რაიონის თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, დმანისის, წალკის, ბოლნისის და ქალაქ რუსთავის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილაიამ მადლობის წერილი გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობას გაწეული მორალური და მატერიალური დახმარებისთვის.

ამ დროისთვის თეთრიწყაროს რაიონის საავტომობილო გზებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზებზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი.
მოძრაობა დასაშვებია ქ. თეთრიწყაროს, აბელიანის, გოლთეთის, დაღეთის, სამშვილდის, დიდგორის, დრეს, შამთას, ღვევის, ვანათის, ღოლოვანის, წყრულეთის, პატარა თონეთის და დაბა მანგლისის შიდა ქუჩებში. გაწმენდას შპს თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური აწარმოებს. ასევე საგანგებო მდგომარეობაში აგრძელებს მუშაობას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია სოფელ ვაკეში, გუდარეხში და ივანოვკაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „პროექტების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენლები რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებს და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს შეხვდნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუშა შეხვედრა გამართეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ „ქალთა ოთახში“ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური დახმარება მიიღეს დღეს რაიონში მცხოვრებმა უკიდურესად გაჭირვებულმა ბენეფიციარებმა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10 000-ს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახური და სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.
ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი „ტასოს“ ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მუშა შეხვედრა გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში, მდინარე არდისუბნის ხიდზე მიმდინარე მშენებლობა მოინახულეს დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ პროექტ „დავასუფთავოთ საქართველო-ს“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
3 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან დედებსა და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა.
სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო მოსახლეობასთან თეთრიწყაროს რაიონის, კოდის, ბორბალოს,ასურეთის, ჯორჯიაშვილის, ჩხიკვთას, დაღეთის, თონეთის, კლდეისის, გოლთეთის, შეხვეტილას, ირაგას, ჭივჭავის, დურნუკის, წინწყაროს, ორბეთის, მარაბდის, დაბა მანგლისის და ახალსოფელის ტერიტორიულ ორგანოებში.
აფხაზეთის ომში 1993 წლის 23 სექტემბერს დაღუპული ბესიკ მურუსიძის დედამ, ქალბატონმა იზოლდა მურუსიძემ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ჩოქურს და 3 მარტს გამართული საქველმოქმედო ღონისძიების ყველა ორგანიზატორს, აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭების გახსენებისთვის, მათი მშობლებისა და მეუღლეების დაფასებისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.
10 მარტს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დალაქიშვილი, სოფელ მარაბდაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლაში 18 დან - 24 წლამდე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა „მრავალფეროვნების სკოლამ“.
მარაბდის, კოდის და ასურეთის საბავშვო ბაღი მოინახულა 17 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი დალაქიშვილმა და ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა, ნატალია ბეგიაშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მარნეულში გამართულ ღონისძიებაზე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
962
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













