გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში 26 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გენდერული ბიუჯეტის საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან მუშა შეხვედრა გამართა.
7 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში მცხოვრები მოსახლეობა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ჩოქურს შეხვდა
25 წლის წინ 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დალაქიშვილმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რაიონის კულტურის ცენტრმა და თეთრიწყაროს №1 და №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
შენობის წინ გამართულ ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. 25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გამწვანების აქციას სახელწოდებით ,,მწვანე მომავალი" თეთრიწყაროსა და თეთრიწყაროს რაიონის ყველა ტერიტორიული ორგანო შეუერთდა.
14 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური ასურეთის საბავშვო ბაღს ეწვია.
დედაენის დღე აღნიშნეს 14 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ. რაიონის მუნიციპალიტეტმა და კულტურის ცენტრმა ერთობლივად რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, დედაენის დღე გრანდიოზული ღონისძიებით მიულოცა.
16 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანია შეიქმნას ქვემო ქართლის ტურისტული გზამკვლევი, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს. დაიბეჭდება მაღალი დონის გზამკვლევი ყველა საჭირო ინფორმაციით. -„რაიონში არის საუკეთესო ტურისტული პოტენციალი და საუკეთესო პირობაა განვითარდეს ტურიზმი თავისი კულტურული ძეგლებით საჭიროა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი ყველანაირად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რათა რაიონი გახდეს ეკონომიკურად ძლიერი“ -განაცხადა ჩოქურმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა 16 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებთან მუშა თათბირი გამართა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა თეთრიწყაროს რაიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
გადაუღებელმა წვიმებმა ჭივჭავის ტერიტორიული ორგანოს სოფელი დუმანისი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ საკარმიდამო მიწა გაიტაცა დაზიანებულია ხიდი, დატბორილია ნათესი ფართობი, მოშლილია წყლის მომარაგების სისტემა.
სტიქიამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის ტერიტორიული ორგანოს სოფელ შამთაში ერთადერთი ხიდი დააზიანა და სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
„გაამწვანე საქართველოს“ ფარგლებში დღეს სოფელ მარაბდაში წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში სტუდია „გუთანის“ ორგანიზატორობით 520 ძირი ხე და ბუჩქი დაირგო.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური. მანგლისი-თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ ეკლესიის ეზოში დარგული, ბზა, ზეთისხილი, ნეკერჩხალი, მუხა, ფიჭვი, კიპაროსი და ტირიფი აკურთხა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავისა და მარაბდის სკოლის მოსწავლეებმა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა.
26 აპრილს საქართველოს 72 მუნიციპალურ ცენტრში, ერთდროულად დაიწყო ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ინტელექტის დღე.“ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლა.
28 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური, ახალსოფლის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
30 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი გოლთეთის, წინწყაროსა და ხაიშის მოსახლეობასთან რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ნოდარ ხუხაშვილმა შეხვედრა გამართეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პირუტყვის დაავადებათა კონტროლის, კატასტროფების რისკის შემცირებისა და სასოფლო-სამურნეო სავარგულების მიზნობრივად გამოყენების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 1 მაისს პირველი შეხვედრა გამართა.
1 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს „იუმორინას“ მსახიობები ვახტანგ ტატიშვილი, მერაბ გეგეჭკორი, ბესო ბერულაშვილი ხვიჩა მაღლაკელიძე, ზურა ვადაჭკორია, ნუგზარ კვაშალი და თემურ წიკლაური ეწვია. მსახიობები მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ორსაათიანი პროგრამით წარსდგენენ.
თბილისის #173 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი სკოლებს შორის, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით „საქართველოს თასი კარატეში“.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა თბილისის 50-ზე მეტი და მათ შორის თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლა. დიპლომი და თასი გადაეცა მე-3 ადგილის მფლობელ თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლას. შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეების ტრანსპორტირება და კვება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
962
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1462




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















