თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ბედენის მთაზე საქონლის მასობრივი დაცემის ფაქტები დაფიქსირდა
30 მაი 2014
 

თეთრიწყაროს ტერიტორიაზე, ბედენის მთის მიდამოებში, საქონლის გადასარეკ ტრასაზე, წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემის მასობრივი ფაქტები დაფიქსირდა. ტრასის პირას ამ დრომდე რადენიმე ასეული მკვდარი ცხვარი,ათეული ძროხა, თხა, და ცხენია დაფიქსირებული. რაიონის გამგებლის  დავალებით ადგილზე მუშაობს თეთრიწყაროს სამაშველო სამსახური.

"აღნიშნულ ფაქტზე საქმის კურსში ჩავაყენე ვეტერინარიის სამსახური და დაცემული საქონლიდან სინჯები აიღეს. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვრისა და ძროხების სიკვდილის მიზეზი არც ერთი ინფექციური დაავადება არ არის, უბრალოდ ბოლო რამდენიმე დღეა ბედენის მთის ტერიტორიაზე ტემპერატურა ძალიან დაეცა, გამოზამთრებულმა საქონელმა კი სიცივეს ვერ გაუძლო და გადარეკვის პროცესში იხოცებოდა. მეცხვარეები კი მათ პირდაპირ ტრასაზე ტოვებდნენ. დღეს მოვახდინეთ სახანძრო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, ვაკეთებთ ორმოებს და დახოცილ საქონელს ვმარხავთ, რომ მათი გახრწნის პროცესში რაიმე სახის დაავადების გავრცელება ავირიდოთ თავიდან", - განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

 

 

 

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4661
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917