თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
ღირსშესანიშნაობები

 

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი
01 მარ 2017
 

XIII საუკუნის ეპოქის უბრწყინვალესი ნიმუში, ძველი ქართული კულტურის კერა -  ფიტარეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო  კომპლექსი ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც  ქვაზე შესრულებული  განუმეორებელი „ნაქარგი“ ჩუქურთმების სიმრავლით.    ფიტარეთის სამონასტრო კომპლქსი ღვთსმშობლის სახელობის ეკლესიის, სამრეკლოს, მარნის, გალავნისა და სხვა დამხმარე ნაგებობებისაგან შედგება. ეკლესია საშუალო ზომის, XII-XIII სს-ის მიჯნის ქართული გუმბათიანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება.

ტაძარი ცნობილია  თავისი მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით , რომელიც შესრულების  მაღალი ატრისტიზმით ხასიათდება და რაც  გამოარჩევს მას სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან. აგების თარიღი ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. სამონასტრო კომპლექსი ადრიდანვე მწიგნობრობის და სულიერების მძლავრ კერად ითვლებოდა. ფიტარეთის მონასტერს ადრიდანვე მდიდარი ბიბილიოთეკა ჰქონდა. მტერთა ამაოხრებელ თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ დიასამიძემ 1673 წ. დაამზადებინეს იესე ბედისმწერლიშვილს და მონასტერს შესწირეს. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 10026
 
 
 
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
548