თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(359) 22 23 38
  • სამშვილდე
    სამშვილდე
  • მანგლისის სიონი
    მანგლისის სიონი
  • ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი
    ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი

გეოგრაფიული მდებარეობა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულია.მუნიციპალიტეტში არის ერთი ქალაქი, ერთი დაბა და 82 სოფელი (აქედან 4 სოფელი დაცლილია), რომლებიც გაერთიანებულია 20 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი თეთრიწყარო თბილისიდან დაშორებულია 57 კმ-ით, რეგიონის ცენტრიდან, ქ. რუსთავიდან-60 კმ-ით, ხოლო მთავარი სარკინიგზო მაგისტრალიდან (თბილისი-მარაბდა-ახალქალაქი)- 7 კმ-ით.
მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორია 1 174,5 კმ2-ია, ძირითადი ნაწილის მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 650 მ, ხოლო იმ ადგილის მაქსიმალური სიმაღლე, სადაც დასახლება მდებარეობს-1140მ.
მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით-წალკისა და დმანისის, ჩრდილოეთით-კასპისა და მცხეთის, ხოლო სამხრეთით- ბოლნისის.

კლიმატი
მუნიციპალიტეტში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500-დან 900 მმ-მდე მერყეობს. წელიწადში  მზიანი ამინდი საშუალოდ 220, ხოლო წვიმიანი-70 დღე გრძელდება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰავა ზომიერად ნოტიოა. ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული-ხანგრძლივი და თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა  +12 -  +13 გრადუსია, იანვარში საშუალო ტემპერატურა  0 დან  +10-მდე მერყეობს,  ივლისში  +15-დან -+24 გრადუსამდე, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა-25 -30 გრადუსის ფარგლებშია, ხოლო მაქსიმალური  +35-+40 გრადუსის ფარგლებში.
კლიმატის საუკეთესო პირობებს ქმნის როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის, ასევე, რეკრეაციული თვალსაზრისით.

ტყეები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყეების საერთო ფართობია 54 529 ჰა. ტყეებში ძირითადი ფართოფოთლოვანი ჯიშებია გავრცელებული, მათ შორის წითელი, რცხილა, მუხა, ნეკერჩხალი და ა.შ. შედარებით მცირე რაოდენობითაა წიწვოვანები.
ტყის მასალას, ძირითადად, იყენებენ შეშის დასამზადებლად, რომლის მომხმარებელი მოსახლეობაა.
წიწვოვანი ტყეები, ძირითადად, განლაგებულია დაბა მანგლისის ტერიტორიაზე, რის გამოც აღნიშულ ტერიტორიას ბოლო ათწლეულებია რეკრეაციული დანიშნულება აქვს, განსაკუთრებით, სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მანგლისში ფუნქციონირებდა ტუბდისპანსერი. აღნიშნული დასახლება საკურორტო  ზონას ეკუთვნის და კარგი შესაძლებლობები აქვს ტურიზმის განვითარებისთვის.

დაცული ტერიტორიები
ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით, 1968 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნა ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის ფართობია 6 400 ჰა. ტერიტორიის რელიეფი, რომელზეც ნაკრძალია განლაგებული, მთაგორიანია, დაფარულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. ნაკრძალში დაცულია აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის უნიკალური ჯიშები. ფაუნიდან აღსანიშნავია:  შველი, გარეული ღორი, თეთრყელა კვერნა, დათვი და სხვა იშვიათი ჯიშის გარეული ცხოველი. ნაკრძალს კურორტოლოგიური, წყალშემნახველი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

 
 

2017 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031