თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის სტრატეგიისა (2023-2026) და სამოქმედო გეგმის პროექტების შესახებ უკუკავშირის მიღება
06 მაი 2023
 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს უკუკავშირის (მოსაზრებები, კომენტარები, რეკომენდაციები, კითხვები, შენიშვნები) მიღება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის სტრატეგიისა (2023-2026) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით. 

დაინტერესებული პირებისთვის, პროექტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის სტრატეგია (2023-2026)

 https://docs.google.com/document/d/1DdKp0W-9f6pUfaRy1iXPxbSw1q8P0z1r/edit 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის სტრატეგიის 2023 წლის სამოქედო გეგმა

https://docs.google.com/spreadsheets/d/15gDhIFphpkqoDG9ICVm0PiHHpT4HECti/edit?usp=drive_web&ouid=105494867008273216843&rtpof=true

გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები, კომენტარები, რეკომენდაციები თუ კითხვები გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: youthaffairstetritskaro@gmail.com

უკუკავშირის მიღების ვადის დასრულებიდან, თქვენგან  მიღებული მოსაზრებების, რკომენდაციების თუ შენიშვნების გათვალისწინების მიზნით, გადაიხედება პოექტები, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ფარგლებში. 

შესწორებების შეტანის შემდგომ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

 

სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების შექმნის პროცესი მოიცავდა შემდეგ პროცედურებსა და ეტაპებს: 

კვლევითი ორგანიზაცია "ეისითი“-ს მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაკვეთითა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მხარდაჭერით, განხორციელდა თეთრიწყაროში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევა; 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში გამოიყო ახალგაზრდობის პოლიტიკის ორი კოორიდნატორი, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები და კურსები, ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით და შემდგომში, უზრუნველყვეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესის წარმართვა, დაინტერესებულ მხარეებთან და კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. 

  გაიმართა ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევის შედეგების საჯარო წარდგინება. 

სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავების პროცესში ჩართულობის მსურველი დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია გავრცელდა წერილობით, სატელეფონო კომუნიკაციით, სოციალური კაპიტალითა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით და გამოცხადდა სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია; 

სტრატეგიის შესამუშავებლად მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი; 

გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და კონსულტაციები, სულ 3 შეხვედრა;  

დამუშავდა სამუშაო ჯგუფის მიერ შეხვედრების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია; 

შემუშავდა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტები. 

სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია მონაწილეობის პრინციპის დაცვით, კერძოდ, პროცესში ჩართულნი იყვნენ: 

✔️18 დან 29 წლის ახალგაზრდები 

✔️მოსწავლეები 

✔️სტუდენტები  

✔️სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები 

✔️ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები 

✔️ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის  პროექტები მომზადდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ პარტნიორობის შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.  

საკონტაქტო პირი: ფატიმა შავაძე ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინატორი 

საკონტაქტო ტელ: 598588638 

E-mail: Pati.shavadze@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4555
 
 
 
განცხადებები
თებ 09 პარ 2024
630
სექ 08 ხუთ 2022
5833
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
630