თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2019-03-09

9 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანზენს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრის მიზანს კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა მათ შორის სოფელ წინწყაროში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო შპსწინწყარო+“.

ელჩთან ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ: SDC თანაშემწე გენერალური დირექტორი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ელჩი რუთ ჰუბერი, სამხრეთ კავკასიის პროგრამის მენეჯერი ირინე კრანზლინი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ოლივიე ბურიკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ვერნერ თუტი და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ბექა თაღაური.

სტუმრებმა მოინახულეს .... თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის , კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენები და ადგილობრივი მეწარმე ქალბატონის მიერ წარმოებული ჟოლოს პროდუქცია, აგრეთვე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალური სერვისის ქალთა ოთახის საქმიანობას.

მუნიციპალური სერვისი ქალთა ოთახი - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ვრცლად
2019-03-08

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, ქალთა დღესასწაულები პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს . თეთრიწყაროში მცხოვრებ ქალბატონებს: საქართველოს დამსახურებულ ექიმს გულნარა გიგაურს და ახალგაზრდა კინორეჟისორს თინათინ ბეკოშვილს.

პროფესიით მეან-გინეკოლოგი გულნარა გიგაური, 63 წელია რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს ღირსების ორდენის კავალერის, საუკუნის წარმატებული ექიმის, თეთრიწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება.

ახალგაზრდა კინორეჟისორი, დოკუმენტური ფილმის მე ვარ გოდერძი ჩოხელი ავტორი, თინათინ ბეკოშვილი აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში: . თეთრიწყაროში ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრს და მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში, წერს ლექსებს, მუშაობს რომანზეც, რომლის გამოცემასაც უახლოეს მომავალში აპირებს. თიკო მუშაობს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში არსებული ტაძრებისა და კულტურული ძეგლების შესახებ, ახალი დოკუმენტური ფილმის სცენარზეც, რომელსაც კინორეჟისორი შესაბამისი სპონსორის მოძიების შემთხვევაში გადაიღებს.

ვრცლად
2019-03-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ქალთა დღეს!

ვრცლად
2019-03-05

დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, 5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფოიეში, .... თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის მიერ, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

ვრცლად
2019-03-05

5 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, .... თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები: მამუკა ონაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ანდრია გველესიანი და მსახიობები: დათო ბეკოშვილი და რომან ქერქაძე.

ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა და კულტურის ცენტრის დირექტორმა ზამირა ხაჭვანმა.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მოადგილე ბერდია ხვისტანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

ვრცლად
2019-03-04

5 მარტს 15:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, .... თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები: მამუკა ონაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ანდრია გველესიანი და მსახიობები: დათო ბეკოშვილი და რომან ქერქაძე
ღონისძიების ფარგლებში, .... თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, მოეწყობა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.

ღონისძიების ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ.

ვრცლად
2019-03-03

თეთრიწყაროს მერია გილოცავთ დედის დღეს!

ვრცლად
2019-03-01

მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და "საქართველოს WASH (წყალისანიტარია და ჰიგიენასათემო ინიციატივის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს ერთობლივი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა.

პროექტების ძირითადი მიზანიასოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობადისკრიმინაციის თავიდან ცილებაწყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WASH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

შეხვედრას ესწრებოდნენთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე.... ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი-.... ,,თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი-თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის.... ,,თეთრიწყარო -წყალი- წარმომადგენლებითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და Wash საბჭოს ჯგუფის წევრები.

 

ვრცლად
2019-02-25

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში საბჭოთა ოკუპაციის დღეა.ამ დღესთან დაკავშირებითთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებითსაქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

ვრცლად
2019-02-21

21 თებერვალს .... „თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმაგანხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდული ცენტრის მიღწევების, აგრეთვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ერთადერთი ორგანიზაციაა . თეთრიწყაროში, რომელიც ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლიდან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ორგანიზაცია თავდაპირველად 4 ადგილობრივი ახალგაზრდის ძალისხმევით ჩამოყალიბდა, დღეისათვის კი მის ორგანიზაციულ საქმიანობაში და პროექტების განხორციელებაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული.

ადგილობრივ ახალგაზრდებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები.

თეთრიწყაროს ახალგაზრდულმა ცენტრმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის ახალგაზრდების განვითარება პოზიტიური ცვლილებებისათვის ფარგლებში,განახორციელა შენობაში არსებული 2 ოთახის რეაბილიტაცია და სველი წერტილების მოწყობა, აგრეთვე უზრუნველყო ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და .. საგანმანათლებლო ტრენინგები, ხოლო ამჟამად CSRDG-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა სამომავლო განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები. აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში ორგანიზაციის მოწვევით . თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვევა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასოდ შეასწავლის ინგლისურ ენას.

 

ვრცლად
2019-02-20

20 თებერვალს . რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალიგაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო, ქვემო ქართლში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა და მხარის, როგორც თავისი მრავალფეროვნებით გამორჩეული, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

კონფერენციის მონაწილე დარგის ექსპერტებმა და აკადემიური წრეების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მედია-ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, დეტალური ინფორმაცია მიიღეს მხარის ღირსშესანიშნაობების, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-არქეოლოგიური აღმოჩენების, ტურისტული მიმართულებით რეგიონის მასშტაბით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მხარს უჭერს, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს . თეთრიწყაროში ტურისტული გამოფენა თეთრიწყარო 2018 გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა თეთრიწყაროში არსებული ტურისტული რესურსების შესახებ. ტურიზმის მიმართულებით, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდაც.

ვრცლად
2019-02-16

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 16 თებერვალს ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა და პოეტებმა: გიული ჩქარეულმა, ნინო არსენაშვილმა, გელა მიდელაშვილმა, დათა ბადალაშვილმა და სახალხო მთქმელებმა: ზაქრო გიგაურმა და დამ ბექაურმა

ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სახელოვნებო სკოლის მიერ წარმოდგენილი გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს ვეფხისტყაოსნის გადაწერაში

პოეზიის საღამოს ორგანიზება გაუწიეს:მერის მოადგილე ლია ზურებიანმა, მერიის თანამშრომელმა ლამარა ბექაურმა და ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის დირექტორმა ზამირა ხაჭვანმა.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია მოადგილესთან, სოსო პირველთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები და საპატრიარქოსთან არსებული საგვარეულო კავშირის წევრები.

ვრცლად
2019-02-13

13 თებერვალს თეთრიწყაროს მერიაში გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში საკვების ნარჩენების შეგროვებისა და მართვის საკითხებზე იმსჯელეს.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აქტიურად თანამონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან ქვეყნის მასშტაბით საკვები ნარჩენების უფრო ეფექტურად სეგრეგირების, განცალკევებისა და მართვის საკითხებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებმა  განიხილეს ახლო მომავალში თეთრიწყაროში განსახორციელებელი მოსალოდნელი აქტივობები, ინიციატივები და რეკომენდაციები, რომლებიც საჭიროა რომ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად დანაკარგების შემცირებისა და ნარჩენების უფრო ეფექტურად მართვისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიის თანამშრომლები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტები გიორგი ანდღულაძე და მარიამ ანეთი.

ვრცლად
2019-02-09

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, იწყებსმოყვარულთა თასი“- გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11).
სეზონი სტარტს აიღებს  1 აპრილს და დასრულდება 15 დეკემბერს.
მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ რაიონში ავალდებულოა მინიმუმ ოთხი გუნდის ასპარეზობა.
მონაწილე მუნიციპალიტეტებმა 2019 წლის 22 თებერვლამდე, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილით უნდა დაუდასტურონ პროექტში მონაწილეობა, ხოლო გუნდების ოფიციალური განაცხადები უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 08 მარტამდე. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონალური ლიგები (ყველა რეგიონალური ლიგა), ჭაბუკთა ლიგები, ფუტსალის ლიგა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდებში.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18-დან 30-მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - gafaleague@gmail.com
გუნდის განაცხადის ფორმის შესავსებად უნდა მობრძანდეთ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. მის.: . თეთრიწყარო, თამარ მეფის . #34.
მოყვარულთა თასიარის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA- მიერ. 2018 წელს საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმავრცლად

2019-02-07

თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელქოსალარშიხაიშშიდიდ და პატარა დურნუკშიძველ და ახალ მარაბდასა და ქოთიშში  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებსმერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ
მერისმოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროდა შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
სოფელ ქოსალარში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი და შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება,
სოფელ ხაიშში ამბულატორიის შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა,
სოფელ დიდსა და პატარა დურნუკში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია,
სოფელ ძველსა და ახალ მარაბდაში შიდა გზებივრცლად

2019-02-08

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ააიპ “თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის” მიერ შესრულებული,დავითობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

ვრცლად
2019-02-06

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. 6 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ დასახლების საერთო კრებებსმერის მოადგილე ბერდია ხვისტანი  ესწრებოდა
სამღერეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მონტაჟი განხორციელდება
იფნარაში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვალიპაში სოფლამდე მისასვლელ საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება
სოფელ შიხილოში გარე განათების მონტაჟისოფლამდე მისასვლელი და შიდა გზების რეაბილიტაცია
სოფელ გოლთეთში სასაფლაოს შემოღობვა დაიგეგმა
ხოლო სოფელ წინწყაროში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შიდა გზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავიარომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვევრცლად

2019-02-05

  5 თებერვალს სოფლებში:დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ალექსეევკა, ივანოვკა, მენკალისი, ნავთიანი, ჭივჭავსა და ჯვარაში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის მოადგილეები:მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი ესწრებოდნენ. მერის მოადგილეებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლოებში ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე
სოფელ დიდ ირაგაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება და მინი სტადიონი მოეწყობა
სოფელ პატარა ირაგაში კომბინირებული მინი სტადიონი და გარე განათების მოწყობა დაიგეგმა
სოფელ ჯიგრაშენში გარე განათება და მოსაცდელი მოეწყობა,
სოფელ ალექსეევკაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიგეგმა
სოფელი ივანოვკის მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩია,
სოფელ მენკალისში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათება,
სოფელ ნავთიანში გარე განათების ქსელის და გზის მოხრეშვა განხორციელდება,
სოფელ ჭივჭავში სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო 
სოფელ ჯვარაში სპორტული ინფრასტრუქტურა და შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვრცლად
2019-02-04

  4 თებერვალს შეხვეტილას თემის მოსახლეობასთან გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი დაესწრო. მერის მოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისა და შეხვეტილას თემისთვის გამოყოფილი ლიმიტების შესახებ.

სოფელ შეხვეტილაში, ჯვრისხევში, დიდ ნამტვრიანში, პატარა ნამტვრიანში, ქვემო ჭინჭრიანში, ზემო ჭინჭრიანში, ნაპილნარსა და არხოტში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო სოფელ კოდისწყაროსა და პატარა ნამტვრიანში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ვრცლად
2019-02-14

14 თებერვალს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მედია ტური ეროვნული და რეგიონული მედია გაიმართა. მედია ტურის ფარგლებში  ჟურნალისტებმა მოინახულეს სოფელი წინწყაროს საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის შენობები და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და  Wash-ის  საბჭოების  წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მედია ტურის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ ადამიანის უფლებების ჭრილში მიზანია,  მედიის როლის გაზრდა ადამიანის უფლებების მიმართულებით წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების გაშუქების პროცესში.

მედია ტურის ორგანიზატორები არიან: CENN, ევროკავშირისა და New World Program– ის მიერ დაფინანსებული პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)”.

ვრცლად
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    930
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1244