თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ალექსეევკაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოების ფარგლებში აშენდება თანამედროვე სატუმბი სადგური, 50 კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარი, მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელი.
ასევე გათვალისწინებულია წყლის ხარისხის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 323 739 ლარს შეადგენს.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































