თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
31 მაი 2019
 

15 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტები მოინახულეს. რეგიონის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სოფელ ვაშლოვნის სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი, 4,7 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებს, ასევე დაათვალირეს ქ.თეთრიწყაროში შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის ახლადრეაბილიტირებული 1 კმ-იანი საავტომობილო გზა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, სოფელ ვაშლოვანში მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი. შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს, სოფელ ვაშლოვანსა და ერტისში მხოვრები 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი. პროექტის განხორციელებაზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქ. თეთრიწყაროში გურამიშვილის, წმინდა ნინოს (ჩიხებით), ჭავჭავაძის, მარაბდის და აბანოს ქუჩებზე, შედეგად მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი საავტომობილო გზა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2510
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1914
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5763
 

    2026 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები
    ივლ 02 ხუთ 2026
    1914