თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლების ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული სოფელ ჭივჭავის, კოდის, ხაიშისა და წინწყაროს ხალხურ საკრავთა ანსამბლები.
მერმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
„მადლობა თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს ჩვენი ტრადიციების ასეთი ლამაზი პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვავითაროთ და მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ შემოქმედებს“, – განაცხადა მიხეილ აფციაურმა.
ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ფოლკლორის სამსახურის უფროსი ხათუნა თავართქილაძე და ფოლკლორის განყოფილების უფროსი გურამ კვასტიანი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შალვა მეგულაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი დავით ყაზახაშვილი.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლების ღონისძიებას დაესწრო.
29 ოქტ 2026
მნახველთა რაოდენობა: 144
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
204




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


























































