თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2026-10-29

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლების ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული სოფელ ჭივჭავის, კოდის, ხაიშისა და წინწყაროს ხალხურ საკრავთა ანსამბლები.

მერმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

„მადლობა თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს ჩვენი ტრადიციების ასეთი ლამაზი პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვავითაროთ და მხარი დავუჭიროთ ნიჭიერ შემოქმედებს“, – განაცხადა მიხეილ აფციაურმა.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ფოლკლორის სამსახურის უფროსი ხათუნა თავართქილაძე და ფოლკლორის განყოფილების უფროსი გურამ კვასტიანი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შალვა მეგულაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი დავით ყაზახაშვილი.

ვრცლად
2026-10-29

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, მოადგილეებთან - რამაზ გულბანთან და ლია ზურებიანთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს აპარატის უფროსი დალი აფციაური.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, სამომავლო გეგმები და მერიისა და საკრებულოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივი მუშაობის გაძლიერებასა და მუნიციპალიტე…

ვრცლად
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები
    ოქტ 29 ხუთ 2026
    157