თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ვიზიტი თეთრიწყაროში
08 ნოემ 2020
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ააიპ თეთრიწყაროს სოციალურად დაუცველთა სასადილოს ბენეფიციარებს პირბადეები გადასცეს და  აუცილებელ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

პრემიერის მრჩეველმა ასევე შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან.მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ახალგაზრდების როლზე ამ პროცესში, ასევე  განიხილეს ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაატარა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირბადეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე მათ ინფორმირებას აქტიურად განაგრძობს.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6199
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3107
იან 00
3826
ივლ 02 ოთხ 2025
6315
ივნ 27 პარ 2025
6138
აგვ 12 სამ 2025
6748
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები