თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა ENPARDIII-ის ფარგლებში
21 აგვ 2020
 

21 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)  ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საგრანტო ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას. ამ საგრანტო ციკლში პრიორიტეტი მიენიჭება ტრაქტორის შესაძენად შემოსულ საგრანტო განაცხადებს.

კონკურსი ორ საგრანტო კატეგორიას მოიცავს. პირველ კატეგორიაში სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები დაუფინანსდებათ ფერმერებს, კოოპერატივებს და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულო, ქედა. ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ევროპული LEADER მიდგომით, უკვე ხორციელდება სოფლის განვითარების პროექტები.  დაფინანსდება კაპიტალური ინვესტიციები, როგორიც არის მანქანა-დანადგარები და ტექნიკური აღჭურვილობა სოფლის მეურნეობის ნებისმიერ სექტორში.

მეორე საგრანტო კატეგორიაში კი გრანტები გაიცემა იმ ფერმერების, კოოპერატივების და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან: ახალციხის, დუშეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, წალკის, ნინოწმინდის, ასპინძის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ამ კატეგორიაში დაფინანსებას ექვემდებარება კაპიტალური ინვესტიციები შემდეგ სექტორებში: მესაქონლეობა-მეძროხეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მერძევეობა (ყველა ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში), მეკარტოფილეობა (წალკა, ნინოწმინდა და ასპინძა), მებოსტნეობა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი) და ხორბალი (სიღნაღი).

საგრანტო კონკურსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივის თანადაფინანსებასაც.

საგრანტო კონკურსის მიხედვით, არ დაფინანსდება საოპერაციო და საბრუნავი ხარჯები: დასაქმებულთა ხელფასები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის და სათესლე მასალების ხარჯი. ორივე კატეგორიის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი თანხის ოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მაქსიმუმ 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60 %-ის თანადაფინანსება.

პროგრამით ასევე გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთი სპეციფიკური ინვესტიციების, რომლებსაც ექნებათ მნიშვნელოვნად დადებითი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარემოს დაცვაზე. ამ კონკრეტული ტიპის პროექტების დაფინანსება შესაძლოა გაიზარდოს 60%-მდე. განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდება. თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერს: WWW.FAOGRANTS.GE

დამატებითი კონსულტაციისათვის დაუკავშირდით რეგიონალურ კოორდინატორს: გოჩა ლობჟანიძეს 599  952 521

globjanidze@cnfageorgia.org

მერიაში გამართულ შეხვედრას თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4535
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3211
ივნ 27 პარ 2025
3111
აგვ 12 სამ 2025
3352
ივლ 01 ორშ 2024
6076
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    928
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1241