თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები
24 მაი 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელიც ალგეთი-ტბისი-კუმისის მაგისტრალურ ქსელზე, სოფელ ასურეთის გამანაწილებლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდების გრაფიკი 120ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შპს საქართველოს მელიორაციის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე პირადად გაეცნენ. აღსანიშნავია რომ, რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა მეწყერის შედეგად დაზიანებულ მაგისტრალურ ქსელს, რომელიც 700ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ასარწყავებს.

შპს საქართველოს მელიორაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, წესების სრული დაცვით ახორციელებს.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4465
 
 
დატოვეთ კომენტარი (1)
 
 
სტუმარი ლაშა
ივნ 04 ხუთ 2020
21:09
რამოდენიმე დღე მაინც წყალი გამოუშვით. ჩაიწვა ყველაფერი...
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3219
ივნ 27 პარ 2025
3118
აგვ 12 სამ 2025
3361
ივლ 01 ორშ 2024
6083
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    930
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1244