თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო ძალისხმევით, გრძელდება სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახების დახმარება.
მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პროცესში, აქტიურად არის ჩართული თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი. მან ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საკუთარი ფინანსური სახსრებით უზრუნველყო, 800-მდე სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახის სასურსათო პროდუქტებით დახმარება.
მოსახლეობის დახმარების ინიციატივა გამოთქვა კერძო სექტორმაც. პურ- პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ბევრილი ჯგუფი“, აქტიურად იღებს მონაწილეობას COVID 19-ის საპრევენციო ღონისძიებებში და მოსახლეობას პურით, ფქვილით და სხვა პირველადი სასურსათო პროდუქტებით ეხმარება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს პირველადი სასურსათო პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 800 ოჯახს დახმარება გაეწია
18 აპრ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4299
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
იან 00
448
იან 00
831
იან 00
1192
აპრ 16 ხუთ 2026
1381
იან 00
1734
თებ 26 ხუთ 2026
2010
მარ 16 ორშ 2026
2244
იან 00
2074




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა



















































