თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა
27 ივლ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრი და შემეცნებით-გასართობი ატრაქციათოკების პარკიგაიხსნა. ოფიციალური ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო თოკების ატრაქციის მოწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა. „ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით და დაცული ტერიტორიების განვითარებით, ჩვენ რეგიონებში ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ვქმნით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პოლიტიკა საკონსერვაციო საქმიანობის გაუმჯობესებით და კერძო სექტორის დაინტერესებით, განახორციელოს საინვესტიციო პროექტები, ეკოტურიზმის და დაცული ტერიტორიების განვითარებისკენაა მიმართული.

 ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. უკვე დაგეგმილია დაშბაშის კანიონზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციის განხორციელება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარკში თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. რეგიონში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, უნიკალური ქართული ბუნების და ღირსშესანიშნაობების ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შოთა რეხვიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის და ზოგადად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ აღნიშნა და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტურიზმის სექტორის განვითარების პროცესში, სახელმწიფოს და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის, კერძო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი შემეცნებით-გასართობი ატრაქციათოკების პარკი“, ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი, და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ასოციაციისსამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი კლაუს ვიგელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და სხვა მიწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3748
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3216
ივნ 27 პარ 2025
3116
აგვ 12 სამ 2025
3358
ივლ 01 ორშ 2024
6082
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    928
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1244