თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში სოფლის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა
15 ივლ 2019
 

ქრონკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, სოფლის ექიმების მეტი ინფორმიერების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის უფრომა ბესიკ ტეფნაძემ, მოადგილემ თინათინ ბაკაშვილმა და სოფლის ექიმების პროგრამის კოორდინატორმა ნინო ქოქოსაძემ სოფლის ექიმებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიების და პროგრამით სარგებლობის წესების შესახებ. 

ქრონკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან და ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დაავადების: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტის, ფილტვის (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის, პარკინსონის ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან. 
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
▶️სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. ასეთი პირები მედიკამენტს იძენენ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად;
▶️მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი, ასეთი პირები მადიკამენტს იძენენ სახელმწიფოს მხრიდან, 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსებით.
▶️მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები - სახელმწიფოს მხრიდან, 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსებით.
▶️პარკინსონით დაავადებული ნებისმიერ მოქალაქე - სახელმწიფოს მხრიდან, 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსებით.
▶️ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე -სახელმწიფოს მხრიდან, 50%-ით და მეტი ოდენობით დაფინანსებით.

პროგრამით სარგებლობისათვის, საჭიროა:
ა) მიმართოთ ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და რეცეპტს (ფორმა №3), სადაც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ექიმთან ვიზიტი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
ბ) პროგრამის მოსარგებლემ ექიმის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში და ერთჯერადად გაიაროს რეგისტრაცია. 
გ) მოსარგებლემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ აფთიაქს, სადაც მნიშვნელოვნად შეღავათიან ფასად მიიღებს ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინიტროს ცხელ ხაზს: 1505

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3545
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3221
ივნ 27 პარ 2025
3120
აგვ 12 სამ 2025
3364
ივლ 01 ორშ 2024
6086
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    930
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1245