თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს
15 ივლ 2019
 

31 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა: მალხაზ სამაშვილმა და ბერდია ხვისტანმა მორიგი ყოველკვირეული სამუშაო თათბირი გამართეს ინსპექტირების ორგანოს - კომპანია „ოპტიმალ გრუპ +“-ის და კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. მათ შორის, მერიის დაკვეთით მიმდინარე, კოდა-ვაშლოვნის დამაკავშირებელი 4.7 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის, ქ. თეთრიწყაროში მარაბდის, გურამიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის შედეგები.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების დათქმულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის, მერიაში, კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო თათბირები ყოველკვირეულად იმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3948
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6755
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები