თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საკრებულომ 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტები მოიწონა
29 მარ 2019
 

29 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა.

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებლი პროექტებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა 884 000 ლარს შეადგენს, რომელიც შესაბამისი დასახლების საერთო კრებების და რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე და მოსახლეობის საერთო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის   №654 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების“  შესაბამისად, 2019 წლის 23 იანვრიდან, 8 თებერვლის ჩათვლით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან  კონსულტაციები გაიმართა 78 დასახლებულ პუნქტში. საერთო კრებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაესწრო 3530 ადამიანი.

განკარგულება 23.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4711
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6755
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები