თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონტრაქტორ კომპანიებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
11 იან 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად, საზედამხედველო კომპანიისოპტიმალ+“ და მშენებელი კომპანიების: „შპს არტიფექსის”, შპსიბერისწარმომადგენლებს შეხვდა.

 გიორგი ქორიძემ პირადად მოისმინა ინფორმაცია კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებისაგან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

 მერის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, ყოველკვირეული თათბირი გაიმართება ყველა კონტრაქტორთან (მშენებელთან, პროექტანტთან და ზედამხედველთან).

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 18.09.2018 გამოაცხადა ტენდერი სოფელ ჭივჭავში საბავშვო ბაღის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა (შესყიდვის ღირებულება 174888 ლარი). ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ შპს არტიფექსმა სარეაბილიტაციო სამუშოები ხელშეკრულების მიხედვით 2019 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

 შპს იბერი სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს (შესყიდვის ღირებულება - 314 000 ლარი), სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2018 წლის 11 დეკემბერს დაიწყო და 2019 წლის 10 თებერვლამდე დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4523
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2947
ივლ 02 ოთხ 2025
5397
ივნ 27 პარ 2025
5226
აგვ 12 სამ 2025
5765
 

    2026 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები
    ივლ 02 ხუთ 2026
    1917