თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა
27 ივნ 2018
 

  27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. წინასწარ დაანონსებული დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველი თემები წარმოადგინეს: 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე თეთრიწყაროს მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებსა და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გადაცემის საკთხზე რეკომენდაციები - გულიკო შოშტაშვილმა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ხოლო მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა გოგა ასუმბანმა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და ასევე - ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

საბჭოს წევრებს მიესალმა, მათი შრომა საპატიოდ შეაფასა და მუშაობაში წარმატებები უსურვა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ სამაშვილმა.

სხდომა საბჭოს წევრებისა და არაწევრი მოქალაქეების მონაწილეობით აქტიური დისკუსიით წარიმართა. დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

საბჭომ კენჭი უყარა რეკომენდაციებს წინა სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებზე და ერთხმად მოიწონა. მანვე განსახილველად მიიღო დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი ტურიზმის განვითარების სტრატეგია და ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. თავის რეკომენდაციებს ამ დოკუმენტებზე მრჩეველთა საბჭო მომდევნო სხდომაზე წარადგენს.

 მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი სხდომის ოქმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://tetritskaro.gov.ge/files/uploads/%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%98%207.pdf 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5215
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები