თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში შშმ პირთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27 ივნ 2018
 

  სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, 27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ორგანიზაციამ ,,ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ პროექტის ,,ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად იმსჯელეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ და პრობლემების გადაჭრის მიზნით, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზით, მუნიციპალიტეტში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრის დაარსების შესაძლებლობა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2018 წლის თებერვლიდან „ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვის“ მიერ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ბავშვი,ოჯახი, საზოგადოება“ ერთად და მიზნად ისახავს შშმ ბავშვთა განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართვლობის ინფორმირებას და ამ კატეგორიის ბავშვთა საჭიროებების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი, ააიპ " შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდი" -ს ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე და პროექტის მოსარგებლეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5105
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3111
იან 00
3830
ივლ 02 ოთხ 2025
6321
ივნ 27 პარ 2025
6144
აგვ 12 სამ 2025
6756
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები